მოგზაურობა ისრაელში
Friday, February 1, 2013
Tuesday, January 29, 2013
ისრაელი
ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე(Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმისცენტრალური იდეა იყო[4], და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო[5]. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად[6]. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება[7]. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით[8][9]. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტისმიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში[10]. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია[11][12][13]. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი
იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმ, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) —ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამიმონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის— მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ძველი ქალაქი [რედაქტირება]
ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშიამორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდმუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაცგოდების კედელსაცუწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
ახალი ქალაქი [რედაქტირება]
ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად დახარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.
Subscribe to:
Posts (Atom)