დღე მესამე

          იერიქონი-რუსული მონასტერი (ზაქეს სახლი),განცდის მთა- განცდის
      მონასტერი,  იერიქონი-წმინდა ელენეს მონასტერი, ბეტანია-ლაზარეს აღდ-    
     გინების ადგილი, რუსული დედათა მონასტერი-ელისაბედისა და მარიამის
                                                          შხვედრის ადგილი
          მესამე დღეს ჩვენი მოგზაურობა დაიწყო იერიქონით, სადაც ვიყავით სტუმრად რუსულ მონასტერში
მასპინძელმა მამა კვიპრიანემ აგავლინა წირვა, სადაც ჩვენ ვეზიარეთ  და წირვის ბოლოს ვიტრაპეზეთ
 
     რუსული მონასტრიდან გადავინაცვლეთ განცდის მთაძე, მოვინახულეთ მონასტერი და ის ადგილი სადაც იესო ქრისტემ ეშმაკის გამოცდას გაუძლო და 40 დღე-ღამე ლოცულობდა და მარხულობდა

    განცდის მართლმადიდებლურ მონასტერში იყო ულამაზესი ხარების სახელობის ტაძარი და ასევე ქვა, რომელზეც 40 დღის მანძილზე ლოცულობდა უდაბნოში განმარტოვებული მაცხოვარი.
 განცდის მთიდან გადავინაცვლეთ იერიქონში, წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში
მონასტრის ეზოში შემორჩენილია იმ ხის ნაწილი, რომელზეც ზაქე ავიდა, რათა უფალი დაენახა. ეს ხე მკაცრად არის დაცული.
 იერიქონიდან გადავინაცვლეთ ბეთანიისკენ, სადაც ვნახეთ ლაზარეს აღდგინების ადგილი, ლაზარეს აკლდამა
  მესამე დღის ბოლოს ვიყავით რუსულ დედათა მონასტერში, ელისაბედისა და მარიამის შეხვედრის ადგილას. ულამაზესი ტაძარი თავისი ეზოთი და არქიტექტურით

No comments:

Post a Comment