დღე პირველი

     პალესტინა-წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ჯვრის მონასტერი.იერუსალიმი                                                                                                                                                                                                                          ჩვენი მოგზაურობა ისრაელში  დაიწყო პალესტინით. წაგვიყვანეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, სადაც მოვინახულეთ სწორედ ის ადგილი სადაც წმინდა ნიკოლოზი 3წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
   
     ტაძრიში დაბრძანებული იყო წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები, რომლის მთხვევის პატივიც გვერგო წილად, ამით უზომოდ ბედნიერები ვიყავით ყველა

          დიდი  ტაძრის ქვედა სართულზე მდებარეობდა კელია, რომელშიც წმინდა ნიკოლოზი ცხოვრობდა და სადაც დაბრდზანებული იყო ხატი

   ჩვენი ვიზიტი დაემთხვა ნიკოლოზობის დგესასწაულს და ამიტომ ტაძარში აღევლინებოდა საზეიმო წირვა-ლოცვა

 მთელი პალესტინა აღნიშნავდა ნიკოლოძობას უამრავი ხალხი იყო შკრებილი ტაძარში. როდესაც დამთავრდა წირვა ტაძრის გარეთ, ჩვენდა გასკვირად,  დაიწყო საზეიმო მარში, თურმე იქ სწორე ასე აგნიშნავენ ნიკოლოზობას
                    ასევე პრველ დგეს მოვინახულეთ ჯვრის მონასტერი, უძველესი ქართული ტაძარი,რომელსაც დღესაც ამშვენებს ულამაზესი ფრესკები. სამწუხაროდ ეს მონასტერი დღესდღეობით ჩვენს აგარ გვეკუთნის.
                ჯვრის მონასტერს ამშვენებს ულამაზესი ეზო და სარკმელი გარეთ

               ხოლო შგნით უძველესი ფრესკები, მათ შორის ყველაზე ცნობილი, ერთადერთი გამოსახულება  შოთა რუსთაველის, ასევე შიგნით არის ის ადგილი, სადაც  გაიზარდა ხე, რომლისაგან გაკეტებულ ჯვარზე შემდგომ მაცხოვარი გააკრეს

ჯვრის მონასტრიდან უზომოდ კმაყოფილები და ამავდროულად გულნატკენები წამოვედით, რადგან ასეთი მშვენიერი  ქართული ტაძარი მუზეუმად არის ქცეული და დიდი ხანია რაც აქ აგარ აღვლინება ქართულად წირვა-ლოცვები. იმედი დავიტოვეთ რომ ახლო მომავალში დავიბრუნებთ ჯვრის მონასტრეს და აქ თავისუფლად შეძლებენ ქართველი ბერმონაზვნებს აღავლინონ წირვა-ლოცვები
     
  პირველი დგის დასასრულს ვიყავით იერუსალიმში, აგდგომის ტაძარში, სადაც ვნახეთ მაცხოვრის გარდამოხსნის ქვა და პარაკლისიც აღვავლინეთ.

No comments:

Post a Comment