მართმადიდებლური ტაძარი; ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
საღამოს წირვა და ზიარება
ჩვენი მოგზაურობა მეოთხე დღეს დაიწყო გეთსემანიის ბაღით
ჩვენ აქვე ვნახეთ კედრონის დაბლობიც, სადაც არის აბესალონის მავზოლეუმი, რომელიც სავარაუდოდ ქრისტეშობამდე I საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება
ასევე კედრონის დაბლობი. იოსაფატის ველი. აქ არის უამრავი ძველი თუ ახალაღთქმისეული საფლავები - აბესალომის მავზოლეუმი, მეფე იოსაფატის, წინასწარმეტყველ ზაქარიასა და უფლის ძმის, წმინდა იაკობის აკლდამები. ეს ნაგებობები თვით მაცხოვარსაც უხილავს...
გეთსიმანიის ბაღის ტერიტორიაზეა მარია მაგდალინელის სახელობის ფრანცისკანული ტაძარიც
ამ ტაძარშივეა ქვა, რომელზეც უფალი შებყრობის წინ ლოცულობდა
ეზოში კი 2000-წლოვანი ზეთისხილის ხეებია
ფრანფრანცისკანული ტაძრიდან გადავინაცვლეთ მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსული მართმადიდებლურ ტაძარში, სადაც უამრავი სიწმინდეა
ტაძარში კანკელის თავზე გამოსახულია ხატი, სადაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს უწვდის სააღდგომო კვერცხს
ჩვენი მოგზაურობა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრიდან გაგრძელდა ღვთსმშობლის მიძინების ტაძრამდე, რომელიც ბერძენთა და სომეხთა საკუთრებაა
ასევე ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
მოვინახულეთ იოაკიმესა და ანას სახლში ჩასასვლელი კიბე
იოაკიმესა და ანას სახლის კედლები
იოაკიმესა და ანას სახლში
იოაკიმესა და ანას სახლის სუულ ქვედა სართული
დღის ბოლოს აუყევით გოლგოთას გზას
გზად შევჩერდით იმ ადგილას სადაც უფალი დაეცა. აქ გამოხატულია წაქცეული მაცხოვარი და მას ზემოდან ანგელოზები დაჰყურებენ და ეხმარებიან, ამ კედლის მოპირდაპირე მხარეს გასასვლელი კარის თავზე არის ფრესკა, რომელზეც ხალხია (თითოეული ჩვენგანი) გამოსახული თავისი ჯვრით, რომლის ტარებაშიც მაცხოვარი ეხმარება...
ამ ხატის ახსნა ასეთია - თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ ჯვარს ვატარებთ, რომლის ტარებაშიც უფალი გვეხმარება... გოლგოთის გზა დავასრულეთ აღდგომის ტაძარში, სადაც ყველაფერი ერთადააა - გოლგოთაც, გარდამოხსნის ქვაც, უფლის საფლავიც, უფლის ჯვრის პოვნის ადგილიც და უამრავი სხვა წმიდა ადგილი....
აქ არის აგრეთვე აღდგომის როტონდა - გუმბათი უფლის საფლავზე აშენებული კუვუკლიის თავზე...
აქვეა კიბეები, რომელსაც ჩავყავართ წმიდა ელენეს მიწისქვეშა ტაძარში. ამ ტაძრის მარჯვენა მხარეს არის კიბე, რომელსაც ჩავყავართ ადგილას, სადაც ელენე დედოფალი ქრისტეს ჯვრის საპოვნელად გათხრებს აწარმოებდა. სწორედ აქ იპოვნეს უფლის ჯვარი, რომელიც ჯვარცმის შემდეგ აქ ჩააგდეს და ეს ადგილი ნაგვით ამოავსეს.
აქ არს სამლოცველოც ადამის თავის ადგილას, წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკვდარი. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით, ნოემ წარღვნის შემდეგ ადამის თავის ქალა გოლგოთაზე დაფლა, ხოლო ჯვარცმის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის დროს, კლდე გაიპო და ქრისტეს სისხლმა განბანა და განწმინდა იგი. კედელზე სწორედ მიწისძვრის დროს გაჩენილი ნაპრალი მოჩანს.
წმიდა ლონგინოზ ასისთავის ეკვდერიც, ეს ის ასისთავია, რომელმაც შუბი ესროლა ჯვარცმულ ქრისტეს, მოგვიანებით კი იწამა ქრისტე, მოინანია და ეწამა კიდეც მისთვის. ამბობენ, თითქოს ამ ქვიდან ჯოჯოხეთის ხმები ისმისოოო.....
ასევე კუვუკლიაც, ადგილი სადაც ქრისტე იყო დასვენებული
მეოთხე დღის დასასრულს სწორედ ამ ადგილას აღევლინა წირვა ლოცვა
No comments:
Post a Comment