დღე მეორე

                  იერუსალიმი- ბეთლემი, მწყემსთა ველი, საბა განწმენდილის ლავრა, 
                        თეოდოს დიდის მონასტერი, ქებრომის სამების მონასტერი,       
                                           მამამთავართა ტაძარი, მამრეს მუხა.
         ჩვენი მოგზაურობა მეორე დღეს დაიწყო ბეთლემით, მოვინახულეთ შობის  ტაძარი. ვნახეთ ის ადგილი სადაც მაცხოვარი იშვა.

ასევე ვნახეთ ის ერთადერთი ღვთისმშობლის მომღიმარი ხატი,რომელიც ამ ტაძარში იყო დაბრძანებული

 შობის ტაძარშივე აღვავლინეთ პარაკლისი
შობის ტაძრიდან გადავინაცვლეთ მწყემსთა ველისკენ. ეს ის ადგილია სადაც მწყემსებს ანგელოზი გამოეცხადა და მაცხოვრის შობა აუწყა
აქ დგას VI საუკუნეში აგებული ეკლესია, რომლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა სადაც უამრავი სიწმინდეა დაცული, მათ შორისაა წმინდა ბერების თავის ქალები
აქვე იყო ახალი ბერძნული მართმადიდებლური ტაძარიც 

მწყემსთა ველიდან საბა განწმედილის ლავრამდე გზად გავიარეთ უდაბნო 
მივედით საბა განწმენდილის ლავრამდე. მონასტერში ქალების შესვლა აკრძალულია იქ ქალს ფეხი არასდროს დაუდგამს. იქ მყოფი მამა ეფრემი გულთბილად გაგვიმასპინძლდა და გამოგვიტანა სიწმინდე რომელსაც იქვე ვემთხვიეთ
მონასტრის გარეთ ტერიტორია
მონასტრის შიგნით ტერიტორია
 საბა განწმენდილის მონასტრიდან ჩავედით თეოდოსი დიდის მონასტერში.ეს არის ადგილი, სადაც ჩვილ იესოს თაყვანსაცემად ჩამოსული მოგვები გაჩერდნენ.
 ვნახეთ თეოდოს დიდის ხატი რომელიც დაბრძანებულია ტაძარში
ტაძარშივეა გამოქვაბული სადაც ბევრი სიწმინდეა დაცული
ტეოდოს დიდის მონასტრიდან  გადავინაცვლეთ ქებრონში. სადაც არის წმინდა სამების მონასტერი. 1901-1914 წლებში აშენებული წმინდა მამამთავართა ტაძარი წმინდა სამების ეკვდერით.
ტაძარში დაცულია წმინდა სამების ხატი. აქაც აღვავლინეთ პარაკლისი
ქებრონშივე მოვინახულეთ მრავალ საუკუნოვანი ხე-მამბრეს მუხა. ადგილი სადაც აბრაამი ცხოვრობდა. სწორედ ამ მუხის ქვეშ გამოეცხადა მას სამი ანგელოზი და ვაჟიშვილის დაბადება ამცნეს.

No comments:

Post a Comment